სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტის გახსნის ღონისძიებაში
მონაწილეობა საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, სომხეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა მიიღეს.
„ეს პროექტი სამხრეთ კავკასიის ახალ თაობას საშუალებას აძლევს დემოკრატია გამოსცადონ საკუთარ თავზე“ - განაცხადა პროექტ „დემოკრატია იწყება შენით!“ დირექტორმა ჯანან ატილგანმა. სწორედ ამიტომ საქართველოსა და სომხეთის განათლების სამინისტროები, კონრად ადენაუერის ფონდი, ედუარდო ფრაის ფონდი, სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური სწავლების სკოლები, ასევე მხარს უჭერენ ამ უნიკალურ იდეას, შეკრიბონ სომეხი და ქართველი მოსწავლეები სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდულ პარლამენტში. მონაწილე მოსწავლეები არჩეულები არიან თანაკლასელების მიერ სომხეთისა და საქართველოს რეგიონებიდან.
პროექტის „დემოკრატია იწყება შენით“ საშუალებით სამხრეთ კავკასიის რეგიონის მასწავლებლები იძენენ სამოქალაქო განათლების სწავლების იმ უნარებს, რაც მათ მოსწავლეებს დაეხმარებათ დემოკრატიის პრინციპები პრაქტიკაში გადატანონ. პროექტის მთავარი პრინციპია: „დემოკრატია უნდა გამოსცადო საკუთარ თავზე. მას მხოლოდ წიგნებიდან ვერ ისწავლი!“