საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოყოფილ ვაკანსიებზე 25 000 ათასი სტუდენტი უკვე დარეგისტრირდა. შეთავაზებული 70-მდე სამუშაო სახეობებიდან მათ სასურველი ერთი ვაკანსია აირჩიეს. სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job” საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდება და 20 აგვისტომდე გასტანს. სტუდენტების ხელფასი 500 ლარი იქნება.
პროექტი ”Summer Job” გამიზნულია იმისათვის, რომ სტუდენტმა კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდილების მიღება იმ სფეროში შეძლოს, სადაც მომავალში სურს დასაქმდეს. ასევე გამომუშავებული თანხა მას საშუალებას აძლევს საკუთარი სწავლა დააფინანსოს ან გამოიყენოს შემეცნებისთვის, მოგზაურობისთვის, დასვენებისათვის და ა.შ.
მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტმა საზაფხულო არდადეგები
ნაყოფიერად გამოიყენოს. ამგვარი პრაქტიკა დანერგილია და წარმატებით ხორციელდება
დასავლეთის ქვეყნებში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
პროექტში სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორია ჩართული.
Video