ბრიტანელმა ექსპრტებმა შექსპირისა და დიკენსის შემოქმედებაზე მოხსენებები წარმოადგინეს, ისაუბრეს მათ როლზე ინგლისური ენის განვითარებასა და სასწავლო პროცესში მათი ნაწარმოებების მნიშვნელობაზე. კონფერენციას ინგლისური ენის მასწავლებლები, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა გახსნეს.
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში მოხსენებების, პრეზენტაციებისა და განხილვების გარდა, შექსპირისა და დიკენსის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული მცირე მასშტაბის წარმოდგენები გაიმართება, ასევე მოხდება დიკენსის რამდენიმე რომანის ეკრანიზაციის ჩვენება. გაიმართება დისკუსიები.