სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებს გამოუყო ორი სტიპენდია 2012-2013 აკადემიური წლისათვის უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე-სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სასწავლებლად
სტიპენდია გამოყოფილია შემდეგ სპეციალობებზე სასწავლებლად:
დეტალური ინფორმაცია სლოვაკეთის რესპუბლიკაში უმაღლესი განათლების სპეციალობათა სისტემის შესახებ იხილეთ თანდართული ცხრილის სახით.
სტიპენდია ითვალისწინებს სწავლას სლოვაკეთის საჯარო უნივერსიტეტებში სლოვაკურ ენაზე.
დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის პირობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ დანართის სახით და ასევე ვებ-გვერდზე: www.studyin.sk ; www.vladnestipendia.sk
მოთხოვნილი დოკუმენტაციის
არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში თქვენი საბუთები არ განიხილება
საბუთების მიღების ბოლო
ვადაა 2012 წლის 15 მაისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში
საბუთების წარმოდგენის მისამართი: დიმიტრი უზნაძის №52 ტელ: 318940 (132)