თანამედროვე სტანდარტების კოლეჯი ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება და მის ფუნქციონირებას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაუწევს.
კოლეჯში სწავლის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დაეუფლონ ისეთ მოთხოვნად პროფესიებს როგორიცაა: მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერის, სატვირთველისა და ჰიდრავლიკური ექსკავატორის) ოპერატორი, ელექტრიკოსი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, ბუღალტერი და სხვა. კოლეჯში პროფესიის ათვისება ყველა ასაკის მსურველს შეეძლება.
ახალი პროფესიული კოლეჯი საგანამანათლებლო პროგრამების შესაბამისი
თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და საჭირო ინვენტარით აღიჭურვება,
დაკომპლექტდება კვალიფიციური კადრებით, რომელთა შერჩევაც კონკურსის წესით მოხდება.
გლდანში პროფესიული ცენტრის გახსნის მიზანი თბილისის გარეუბნებში მცხოვრები
მოსახლეობის გადამზადება და მათი თვითრეალიზებისთვის ხელშეწყობაა.
დღეისათვის, პროფესიული განათლება სახელმწოფო პრიორიტეტს წარმოადგენს,
შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების განვითარების კუთხით
მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს. სამინისტრო ზრუნავს როგორც კოლეჯების
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციაზე, ასევე იმაზე, რომ
პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების მიერ
მომზადებული კადრები შრომის ბაზრის
მოთხოვნებს პასუხობდნენ.