08.04.2012
სასწავლო დაწესებულების მანდატურებმა ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში სისხლი უანგაროდ ჩააბარეს. მანდატურებმა აქციაში მონაწილეობა მეხუთედ მიიღეს და მსგავს ქველმოქმედებაში მონაწილეობას მომავალშიც მიიღებენ. ისინი მზად არიან ნებისმიერ დროს მხარში დაუდგნენ როგორც მოზარდებს, ასევე უფროს ადამიანებს, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ.