დიმიტრი შაშკინის განმარტებით, საქართველოში თერთმეტი, ხოლო თბილისში ორი რუსული სკოლა და 39 რუსული სექტორი ფუნქციონირებს. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე თავისუფალია არჩევანში, თუ რომელი უცხო ენა შეისწავლოს. თუმცა, საქართველოში პრიოტიტეტულ და მთავარ უცხო ენად ინგლისური ენა რჩება. 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა 73% ჩასაბარებელ უცხო ენად ინგლისური ენა აირჩია, რაც იმაზე მიუთითებს რომ მოსახლეობის უმეტესებობა არჩევანს სწორედ ინგლისურ ენაზე აკეთებს. რაც გლობალიზაციის პირობებში სრულიად სწორი გადაწყვეტილებაა.
მინისტრის თქმით, საქართველოს მოსახლეობა პატივს სცემს რუსულ კულტურას, მაგრამ ამავდროულად ყველას ახსოვს ოთხი წლის წინ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართ გამომჟღავნებული ღია აგრესია, რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიის 25% -ის ოკუპაცია, დაღვარა უდანაშაულო ადამიანების სისხლი.
,,ეხო მოსკვი’’-ს ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სისტემაში განხორციელებული რეფორმებით, საუბარი შეეხო სკოლის მანდატურების სამსახურის შემოღების აუცილებლობას და ამ სამსახურის შემდეგ სკოლის უსაფრთხოების კუთხით მიღწეულ წარმატებებს,ასევე ერთიან ეროვნულ და სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინტერვიუ ,,ეხო მოსკოვ’’-ს ეთერში დღეს 16:30სთ გავა. მინისტრის ინტერვიუს ნახვა რადიოსადგურის ვებ-გვერდზე www.echo. msk.ru იქნება შესაძლებელი.