გამარჯვებული
დევიზისა და ლოგოს ავტორებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი
შაშკინმა და მთავარი
პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ
პორტატული კომპიუტერები და დიპლომები გადასცეს,
წამახალისებელი სიგელი კი, ყველა
მონაწილეს გადაეცა.
კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი
პროკურატურის ინიციატივით ჩატარდა და მისი მიზანი
მოსწავლეების ანტინარკოტიკულ
კამპანიაში ჩართვა იყო. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს საჯარო და კერძო
სკოლების მოსწავლეებს შეეძლოთ.
უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მიერ, უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, სკოლის ასაკის მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შემთხვევები თითქმის აღმოიფხვრა. მიუხედავად მიღწევებისა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მთავრობასთან და სხვა უწყებებთან ერთად აგრძელებს მუშაობას მოზარდებს შორის დანაშაულისა და ნარკომანიის პრევენციის კუთხით.