19.04.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის მოადგილეს ქალბატონ კორნელია პიპერს შეხვდა. მინისტრმა კორნელია პიპერს და დელეგაციის სხვა წევრებს განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო. შეხვედრის ინიციატორი ქალბატონი კორნელია პიპერი იყო.
დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, გერმანიის პარლამენტის წევრი, ქალაქ ჰალეს მერი და მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის რექტორი.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში გერმანული ენის გაძლიერებულად სწავლებასა და ამ მიზნით ერთობლივი პროექტების შემუშავებაზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს მოსწავლეთა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების ამოქმედების საკითხი. გერმანულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა გააგრძელოს იმ სკოლების დახმარება, სადაც გერმანული ენა გაძლეიერებულად ისწავლება.