მანდატურებმა მიმდებარე ტერიტორიაზე კვიპაროსის ნერგებიც დარგეს.
მანდატურები აქტიურად ჩაერთვნენ მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობაში. ყველა მანდატური ეტაპობრივად მიიღებს მონაწილეობას და საკუთარ წვლილს შეიტანს ტაძრის მშენებლობის პროცესში.
მანდატურებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობაში ჩაბმა, რადგან ამით ისინი თავიანთ წვლილს შეიტანენ ქვეყნის აღმშენებლობისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეში.