პროექტის ფარგლებში თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ისტორიას, ამერიკის პოლიტიკას, ხელოვნებასა და ლიტერატურას გაეცნობიან. აგრეთვე აღნიშნული პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს ანალიტიკურად შეაფასონ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, გაეცნონ ამერიკულ ფასეულობებს, ცხოვრების წესსა და ტრადიციებს.
პროექტში მონაწილეობას იღებენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ფაკულტეტის მიმართულების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან მოწვეული ამერიკისმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრანტები.
პროექტის პრეზენტაციას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე დაესწრო.