22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე ახალგაზრდა მეცნიერებმა წარმოადგინეს რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ელექტრო მობილობისა და სხვა სახის ტრანსპორტის დანერგვა და რა შედეგებს მოუტანს იგი ქვეყნის ეკეონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ დარგებს.
კონფერენციაზე კარგად წარმოჩნდა ახალგაზრდა მეცნიერთა შესაძლებლობები და ის, თუ რამდენად მზად არის ქართული სამეცნიერო საზოგადოება ამ ტექნოლოგიების დასანერგად. ასევე კონფერენციაზე გაიმართა მსჯელობა რამდენად შესაძლებელია აღნიშნული ტექნოლოგიების საქართველოში წარმოება.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პრევენციისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გაწეულმა სამეცნიერო-კვლევითმა სამუშაოებმა, კარგად აჩვენა ქართველი მეცნიერების მომზადების მაღალი დონე, კომპეტენტურობა და პროფესიონალიზმი.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ მიიღო.