25.04.2012
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის გამოსაშვები, სამაგისტრო და მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების განრიგი დაამტკიცა. საატესტატო გამოცდები 21 მაისს დაიწყება და 30 მაისს დასრულდება.
2012 წლის გამოცდების განრიგი:
- 21 მაისი - ქართულ ენა და ლიტერატურა, ქართული ენა, როგორც მეორე ენა
- 22 მაისი - უცხოური ენა
- 23 მაისი - ისტორია
- 24 მაისი - გეოგრაფია
- 25 მაისი - ფიზიკა
- 28 მაისი - ქიმია
- 29 მაისი - ბიოლოგია
- 30 მაისი - მათემატიკა
რაც შეეხება საერთო სამაგისტრო გამოცდებს, 12 ივლისს გამოცდა წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაში, ხოლო 13 ივლისს ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში ჩატარდება.
2012 წლის მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდები 2 ივლისიდან 19 ივლისამდე გაიმართება.
გამოცდების დეტალური განრიგი:
- 2,3,4 და 5 ივლისი - უნარები
- 6 ივლისი- ქართული ენა და ლიტერატურა (VII- XII კლასების)
- 11 ივლისი - გეოგრაფია, ბიოლოგია, ისტორია, ქიმია, მათემატიკა (მე7-ე -მე12-ე კლასების)
- 12 ივლისი - დაწყებითი კლასების პედაგოგებისთვის (I –IV კლასები)
- 13 ივლისი- ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება (I –VI კლასები)
- 18-19 ივლისი- უცხოური ენები
აღსანიშნავია, რომ 2011-2012 წლის საატესტატო გამოცდებში კომპეტენციის ზღვარი 5.5 იქნება. გასული წლის მსგავსად, გამოცდები ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით რვა საგანში ჩატარდება.