პროექტის ფარგლებში, ეკონომიკის სფეროში დასაქმებული სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში შემდეგ ობიექტებზე იმუშავებენ: ,,საქართველოს რკინიგზა", "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება", "საქაერონავიგაცია", "საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია", "საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური", საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაცია, "სამოქალაქო ავიაციის სააგენტო", ,,ბორჯომის პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდი“, საქართველოს ფოსტა, სამშენებლო კომპანიები, სახელმწიფო საწარმოები, მუნიციპალიტეტები და სხვა.
წელს პირველად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job”-ს ხორციელდება. პროექტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდება 20 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში ოცდახუთი ათასი სტუდენტი დასაქმდება და მათი ხელფასი 500 ლარი იქნება.