School Box-ი ეს არის ყუთში ჩატვირთული თანამდეროვე სისტემა, რომელიც სტაბილურ და უსაფრთხო ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფს და სკოლებს დამატებითი ელექტრონული სერვისების განხორციელებაში ეხმარება.
უწყვეტი ინტერნეტკავშირი, ონლაინ შეფასებები, საკონტროლო სამუშაოები, კონფერენციები, ვიდეო გაკვეთილები - ეს არის ძირითადი მიზანი, რის განხორციელებაშიც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალი აპარატურა ე.წ. School Box-ი დაეხმარება. შედეგად, ხარისხობრივად გაუმჯობესდება სასწავლო პროცესი, ყველა მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება უწყვეტ რეჯიმში ისარგებლოს ინტერნეტით, ადგილი აღარ ექნება ლოჯისტიკურ და ტექნიკურ ხარვეზებს.
წელს პირველად, საატესტატო გამოცდები სწორედ ახალი სისტემის გამოყენებით ჩატარდება. ახალი სასწავლო წლიდან კი, სკოლებში სასწავლო და შეფასებითი პროცესი School Box-ების დახმარებით, ელექტრონულად წარიმართება. სკოლები, მასწვლებლები, მოსწავლეები ინფორმაციას ონლაინ რეიჟიმში მიიღებენ. ახალი სისტემა სკოლებს ასევე დაეხმარება ჰქონდეთ მჭიდრო ონლაინკავშირი.
School Box-ის დანერგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონების სკოლებისთვისაა, ახალი სისტემა მათ იგივე მომსახურებასა და კომფორტს სთავაზობს, რასაც ქალაქის სკოლებს.