ქვეყნის პირველი პირი იმ ინფრასტრუქტურულ და საგანმანათლებლო პროექტებსაც შეეხო, რომლებიც უკვე ხორციელდება როგორც ბათუმში, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით.
პრეზიდენტმა სტუდენტებს წინასწარ მიულოცა
აჭარის რევოლუციის წლისთავი და წარმატებები უსურვა.
სტუდენტური ბარათი
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო მუშაობა სტუდენტური ბარათების კონცეფციაზე.
სტუდენტური ბარათით სარგებლობა შეეძლება ნებისმიერ სტუდენტს.
ბარათის მეშვეობით სტუდენტები ისარგებლებებენ სხვადასხვა ფასდაკლებებით და შეღავათებით როგორც სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტით მგზავრობისას (რკინიგზა, მეტრო, ავტობუსი) ასევე კვების ობიექტებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებში, სხვადასხვა ტიპის სავაჭრო დაწესებულებებში და კომპანიებში.
პრეზიდენტის ინიციატივას უკვე გამოეხმაურა არაერთი კერძო ორგანიზაცია, რომლებიც მზად არიან მნიშვნელოვანი შეღავათები გაუწიონ სტუდენტებს
სტუდენტური ბარათით სარგებლობა მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკაა.
სტუდენტური ბარათის მეშვეობით ყველა სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა გაიმარტივოს ცხოვრება.
გრანტის გაუმჯობესების შესაძლებლობა ყველა სტუდენტს შეეძლება
პრეზიდენტის ინიციატივის მიხედვით იმ სტუდენტებს, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ ვერ მიიღეს მათთვის სასურველი გრანტი ან საერთოდ ვერ მიიღეს სახელმწიფო დაფინანსება, უმაღლესში სწავლის პერიოდში მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში ეძლევათ გრანტის გაუმჯობესების შესაძლებლობა.
მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტს GRE-ის ტიპის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები დაუფინანსებენ სწავლების სრულ კურსს.
პირველ ეტაპზე ამ პროგრამაში ჩართულები არიან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სადაც შეიქმნება სპეციალური ფონდი (გამოყოფილია 2 000 000 ლარი) და ყველა სტუდენტი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს გამოცდას დაფინანსდება ამ ფონდის მიერ.
მომავალი წლიდან კი ამ პროგრამაში ჩაერთვება ყველა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი. სასწავლებლების ბაზაზე შეიქმნება ”ენდაუმენტის” ფონდები და სწორედ ამ ფონდების მეშვეობით დაფინანსდებიან წარმატებული და განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდები.
Summer Job
წელს პირველად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job”-ს ხორციელდება. პროექტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდება 20 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში ოცდახუთი ათასი სტუდენტი დასაქმდება და მათი ხელფასი 500 ლარი იქნება.
სტუდენტებს სამოცდაათამდე სფეროში დასაქმდებიან, კერძოდ: სახელმწიფო დაწესებულებებში, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორებში, იურიდიულ კომპანიებში, მუზეუმებში, საავადმყოფოებში, თვითმართველობის ორგანოებში და ა.შ. საპრეზიდენტო პროექტში სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორია ჩართული.
პროექტი ”Summer Job” გამიზნულია იმისათვის, რომ სტუდენტმა შეძლოს კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდილების მიღება იმ სფეროში, რომელშიც მომავალში სურს დასაქმდეს. ასევე გამომუშავებული თანხა მას საშუალებას აძლევს საკუთარი სწავლა დააფინანსოს ან გამოიყენოს შემეცნების, მოგზაურობის, დასვენებისათვის და ა.შ.
პროექტი ზამთარშიც გაგრძელდება.
მნიშვნელოვანია, სტუდენტმა საზაფხულო არდადეგები ნაყოფიერად გამოიყენოს. ამგვარი პრაქტიკა დანერგილია და წარმატებით ხორციელდება დასავლეთის ქვეყნებში.