დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ფოთის პოფესიულ კოლეჯს ეწვია და სტუდენტებთან ერთად სასწავლო სახელოსნოები დაათვალიერა. შემდუღებელთა სახელოსნოში მინისტრმა ამ პროფესიაში თავისი შესაძლებლობაც მოცადა.
კოლეჯი ”ფაზისი” მომსახურების, მშენებლობისა და ტურიზმის სფეროსთვის ამზადებს შემდეგ სპეციალისტებს: ძრავის შემკეთებელი; სავალი ნაწილის ტექნიკოსი; მებათქაშე; შემდუღებელი; სასტუმრო საქმის სპეციალისტი; სარესტორნო საქმის მწარმოებელი; დურგალი; ელექტრიკოსი; სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი; ზეინკალ-სანტექნიკოსი; მეფილე-მომპირკეთებელი; რკინა-ბეტონის სამუშაოთა მწარმოებელი; გიდი; ტუროპერატორი; კონდიტერი და სხვა.
პრეზიდენტის ინიციატივით წელს პირველად, პროფესიული
განათლება ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადავიდა.
სახელმწიფო, ყველა მსურველს, ვინც
პროფესიულ კოლეჯში სწავლას გადაწყვეტს ათასლარიანი ვაუჩერით აფინანსებს.
ახალი პროექტის ფარგლებში, პირველ რიგში სოცილაურად დაუცველი სტუდენტები ფინანსედებიან,
7 მაისიდან საქართველოს მასშტაბით 15 პროფესიულ კოლეჯში 2000-მდე სოციალურად
დაუცველი სტუდენტი ისწავლას. ამიერიდან,
ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა ისწავლოს, იშრომოს, გახდეს პროფესიონალი და
დასაქმდეს.
მაღალკვალიფიციური პროფესიული კადრების მომზადება სახელმწოფო პრიორიტეტს
წარმოადგენს, შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო პროფესიული განათლების განვითარების კუთხით მნიშვნელოვან
რეფორმებს ატარებს. სამინისტრო ზრუნავს როგორც კოლეჯების მატერიალურ-ტექნიკური
ბაზის გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციაზე, ასევე იმაზე, რომ პროფესიული
საგანმანთლებლო დაწესებულებების მიერ მომზადებული კადრები შრომის
ბაზრის მოთხოვნებს პასუხობდნენ. ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით არსებული პროფესიული
კოლეჯების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 75%-ია.
Video