ინგლისურენოვანი პედაგოგები ტრადიციულად ტრენინგს გაივლიან და გურიის, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონების საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან. მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად, სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან.
”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროექტის ფარგლებში, ინგლისურენოვან პედაგოგთა ჩამოსვლისა და საჯარო სკოლების მოხალისე მასწავლებლებით შევსების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.