12.05.2012
მანდატურები საქველმოქმედო აქციებს განაგრძობენ
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ბაიბურთი და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, ქუჩის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „ბეღურებს“ ესტუმრნენ.
ერთობლივი აქციის ფარგლებში სტუმრებმა ბავშვებს სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს. მოზარდებმა საჩუქრად წიგნები, ტკბილეული, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები მიიღეს.
სარეაბილიტაციო ცენტრში 25 მოზარდი ცხოვრობს. ცენტრის აღსაზრდელებმა სტუმრებს საკუთარი შესაძლებლობები წარუდგინეს როგორც სიმღერაში და ცეკვაში, ასევე ხელოვნების ნიმუშებში, რომელსაც თავად ქმნიან.
მსგავსი სახის საქველმოქმედო აქციები და მოზარდებზე ზრუნვა მომავალშიც აქტიურად გააგრძელდება.