საორგანიზაციო შტაბის ხელმძღვანელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი დიმიტრი შაშკინი. დღეს შტაბის წევრებთან: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრთან ზურაბ ჭიაბერაშვილთან, საქართველოს ენერგეტიკისა
და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ალექსანდრე ხეთაგურთან, საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და შტაბის სხვა წევრებთან ერთად, პირველი სამუშაო
შეხვედრა გაიმართა.
პროცესში ჩართულმა შტაბის თითოეულმა წევრმა, დაკისრებული პასუხისმგებლობის
ფარგლებში, იმ შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრა, რომელიც მისმა უწყებამ უკვე განახორციელა და რასაც მომავალში გეგმავს.
ანალოგიური სამუშაო შეხვედრები, რომლის მიზანია საგამოცდო პროცესი მაღალ დონეზე,
ხარვეზებისა და შეფერხებების გარეშე წარიმართოს, გამოცდების პერიოდშიც გაიმართება,
შეჯამდება და შეფასდება გამოცდების მიმდინარეობა და შედეგები.