ბათუმელ მოსახლეობას მინისტრთან ყველაზე მეტი შეკითხვა მოახლოებულ საატესტატო, ერთიან ეროვნულ და მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებთან დაკავშირებით ჰქონდათ. დიმიტრი შაშკინმა მათ დეტალურად აუხსნა ყველა ის სიახლე რაც 2012 წელს ამ მიმართულებით არის დაგეგმილი.
მინისტრმა მოსახლეობას ზოგადად განათლების სისტემაში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებიც გააცნო და ყველა მათ კითხვას უპასუხა. დიმიტრი შაშკინი მოსახლეობას პრობლემური საკითების მაქსიმალურად მოკლე დროში მოგვარებასაც დაჰპირდა.