ფოტოგამოფენა პროექტის „საქართველოში 100%-ით თამბაქოსაგან თავისუფალი პოლიტიკის გატარება სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ ფარგლებში „ბლუმბერგ ფილანტროპის“ დაფინანსებით და ფილტვის მსოფლიო ფონდისა და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
ფოტოგამოფენის ორგანიზატორები არიან: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი. პროექტი საქართველოს პირველი ლედის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივასთან „Don’t Worry, Be Healthy” თანამშრომლობით ხორციელდება.
ფოტოგამოფენის მიზანია საქართველოს პარლამენტის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირება თამბაქოს კონტროლის სფეროში ცვლილებების აუცილებლობის შესახებ. ასევე, თამბაქოსაგან თავისუფალი პოლიტიკის წამოწყება და მხარდაჭერის ინიცირება.
ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი პიქტოგრამული გაფრთხილებები თამბაქოს მავნებლობის შესახებ.