20.05.2012
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ,,უსაფრთხო
სკოლა’’ მეორე დღეს 33 წარმატებული ქართველი მანდატური დაჯილდოვდა და ყველა მათგანი საერთაშორისო ეროვნული ასოციაციის
(NASRO) წევრი გახდა.
ბენეფიციარი მანდატურები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მუშაობენ და
განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩევიან.
საქართველოს სკოლებში მანდატურის ინსტიტუტი
ორი წლის წინ ამოქმედდა. მანდატურები ყველა ქალაქისა და რამდენიმე
სოფლის სკოლაშია. საქართველოს
მასშტაბით მოზარდების უსაფრთხოებას 1500-ი მანდატური იცავს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად,
მანდატურის სამსახურის ამოქმედების შემდეგ, სკოლებში ძალადობა 95 %
შემცირდა, ასევე სტატისტიკური მონაცემებით აღმოფხვრილია
თამბაქოს მოხმარების ფაქტები:
- 80% -ით შემცირდა მოსწავლეებს შორის დაპირისპირების ფაქტები;
- 95% -ით აღმოიფხვრა ფულის გამოძალვის ფაქტები;
- 90% -ით შემცირდა საჯარო ვანდალიზმის (სასკოლო ქონების
დაზიანების) ფაქტები;
- 80% -ით შემცირებულია მოსწავლეების დაგვიანების ფაქტები;
- 75% -ით შემცირდა მოსწავლეების სკოლიდან გაპარვის ფაქტები (ე.წ
შატალო).
კონფერენციის
ბოლო დღე ასევე დაეთმო სამომავლო გეგმების განხილვას. უცხოელმა სტუმრებმა
ასევე შეაჯამეს კონფერენციის მუშაობა და თავიანთ შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს.