ლიტვის განათლების მინისტრი გინტარას სტეპანავიჩუსი სამინისტროს მიერ განხორციელებული ერთ-ერთი წარმატებული რეფორმით, მანდატურის ინსტიტუტით დაინტერესდა და ის მზადაა სკოლის მანდატურის სამსახური ლიტვის სკოლებშიც დაინერგოს.
შეხვედრის შედეგად ასევე გადაწყდა, რომ ორ ქვეყანას შორის გაცვლითი პროგრამები ამოქმედდება. ქართველი სტუდენტები ლიტვაში, ხოლო ლიტველი ახალგაზრდები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლიან. ამასთანავე, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ლიტველი პროფესორები, ხოლო ქართველი პროფესორები ლექციებს ლიტვის უნივერსიტეტებში წაიკითხავენ.
დიმიტრი შაშკინმა ლიტველ კოლეგას სისტემაში მიმდინარე ყველა დანარჩენი პროექტებიც გააცნო. საუბარი შეეხო ამჟამად მიმდინარე საატესტატო გამოცდებს, რომელიც CAT-ის სისტემით ცენტრალიზებულად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი მართვისა და კონტროლის პირობებში უკვე მეორე წელია ტარდება. მხარეებმა ისაუბრეს ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერებაზე და ყველა იმ სიხლეზე, რომელიც საქართველოს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ხორციელდება.