23.05.2012
დღეს, 23 მაისს 2012 წლის გამოსაშვები გამოცდები ისტორიის გამოცდით გაგრძელდა. გამოცდის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამჯერად კერძო სკოლა ”ოლიმპში” აკვირდებოდა.
განრიგის მიხედვით, ისტორიის გამოცდის შემდეგ, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ხვალ, 24 მაისს გამოცდას გეოგრაფიაში; 25 მაისს - ფიზიკაში; 28 მაისს - ქიმიაში; 29 მაისს - ბიოლოგიაში, ხოლო 30 მაისს - მათემატიკაში ჩააბარებენ. მინისტრის ბრძანებით, საატესტატო გამოცდებზე გამსვლელი ბარიერი ყველა საგანში 5.5 ქულით განისაზღვრა.
სატესტატო გამოცდებისთვის მზადებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად მთელი წლის განმავლობაში ახორციელებდა.
2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდები ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ტარდება. საგამოცდო ოთახებში მუშაობს ვიდეო კამერები და ხმის ჩამწერი აპარატურა. როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლები ტექნიკურად გამართულია გამოცდების მაღალ დონეზე ჩასატარებლად. საატესტატო გამოცდები ცენტრალიზებულად, ერთიანი მართვისა და კონტროლის პირობებში მიმდინარეობს. ტექნიკურ უზრუნველყოფას სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ახორციელებს.
ყველა დაინტერესებულ პირს მე-12 კლასელთა საატესტატო გამოცდების მიმდინარეობის გაცნობა სახლიდან გაუსვლელად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ facebook-ის გვერდზე,
www.facebook.com/emis.ge, online რეჟიმში შეუძლია.