სპეციალურად ბავშვებისთვის უცხოელმა პედაგოგებმა სხვადასხვა აქტივობები - სიმღერები, თამაშები მოამზადეს და ცენტრის ბავშვები რამდენიმე საათის განმავლობაში გაართეს.
”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროგრამის მონაწილე უცხოელი პედაგოგები საქართველოში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან - კანადიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ავსტრალიიდან, ლიტვიდან, ირლანდიიდან, ფილიპინებიდან, ჩეხეთიდან და ა.შ. იმყოფებიან.
საქართველოს ყველა რეგიონის სკოლაში ისინი ქართველ მასწავლებლებთან ერთად მოსწავლეებს ინგლისურ ენას ასწავლიან თუმცა, საკუთარი ინიციატივით, პარალელურად ისინი მსგავს ღონისძიებებში ჩაერთნენ. როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ყველა რეგიონში ისინი სისტემატურად სტუმრობენ არა მხოლოდ მზრუნველობამოკლებულ, არამედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, უცხოელი პედაგოგები სპეციალური გასართობი პროგრამებით ბავშვებთან ვიზიტებს თავად გეგმავენ და თავადვე ახორციელებენ.
ზაფხულის განმავლობაში მოხალისე მასწავლებლები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში ჩაერთვებიან, მათ შორის მონაწილეობას მიიღებენ საზაფხულო სკოლების საქმიანობაში და მოსწავლეებს ინგლისურს გაძლიერებულად შეასწავლიან.