25-26 მაისს კონფერენცია შერატონ მეტეხი პალასში გაიხსნება და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას საქართველოს, თურქეთის, აშშ-ს, აზერბაიჯანის, პოლონეთის, ჩეხეთის, ერაყისა და რუსეთის წარმომადგებლები მიიღებენ.
კონფერენციის თემატიკა: ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიზნესის განვითარების თეორიები და პრაქტიკული მაგალითები; საერთაშორისო ვაჭრობა და თანამშრომლობა; ბიზნეს განათლება; გლობალიზაცია და თანამედროვე ეკონომიკა; ისტორია და კულტურა; სოციალური და გეოპოლიტიკური გამოწვევები; ტურიზმი და ინვესტიციები.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონფერენციას მეშვიდედ ატარებს და ხელს უწყობს, როგორც მონაწილეთა შორის მეცნიერული მიდგომების გაზიარებას და დახვეწას, ასევე სამომავლო პერსპექტივების შემუშავებას ევრაზიის ქვეყნებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად და საზოგადოების ინფორმირებას კონფერენციის თემატიკასთან დაკავშირებით.