დღესაც გამოცდები ყველა სკოლაში ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს. მე–60 საჯარო სკოლაში, მსგავსად სხვა სკოლებისა, ყველა პირობაა შექმნილი გამოცდების მაღალ დონეზე ჩასატარებლად, სკოლას 60–მდე მეთორმეტეკლასელი ჰყავს, ყველა მათგანმა ბარიერი წარმატებით გადალახა.
ქიმიის გამოცდის შემდეგ კვლავ უცვლელი რჩება საგნების მიხედვით საშუალო 8 ქულა შედეგი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიზიკისა და ქიმიის გამოცდების შედეგები, რაც გასულ წელთან შედარებით ძალიან მაღალია. საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნების სწავლების გაძლიერებამ, გაზრდილმა მოტივაციამ, სკოლებში „აინშტაინის ლაბორატორიების“ დანერგვამ მოსწავლეთა ამ საგნებით დაინტერესება გამოიწვია.
2011–2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდები 30 მაისს მათემატიკის გამოცდით დასრულება. რამდენიმეკვირიანი შესვენების შემდეგ 2012 წლის კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი ერთიან ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებს. სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდებისთვის მზადებას განარძობს.