პროგრამა Summer Job-ში სტუდენტთა რეგისტრაცია 20 მარტიდან დაიწყო და ინტერნეტით, დასწრების პრინციპით განხორციელდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დარეგისტრირებულ სტუდენტთა ნაწილის გეგმები შეიცვალა, ისინი პროექტს გამოეთიშნენ. ამ სტუდენტთა რაოდენობა 7%-ზე ნაკლებია. გამოთავისუფლებულ სამუშაო ადგილებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 4 ივნისიდან ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი ”Summer Job” საქართველოში წელს პირველად ხორციელდება. პროექტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 20 ივლისს ამოქმედდება და 20 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში ოცდახუთი ათასი სტუდენტი დასაქმდება და მათი ხელფასი 500 ლარი იქნება.
სტუდენტებს სამოცდაათამდე სფეროში დასაქმდებიან, კერძოდ: სახელმწიფო დაწესებულებებში, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორებში, იურიდიულ კომპანიებში, მუზეუმებში, საავადმყოფოებში, თვითმართველობის ორგანოებში და ა.შ. საპრეზიდენტო პროექტში სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორია ჩართული.
პროექტი ”Summer Job” გამიზნულია იმისათვის, რომ სტუდენტებმა კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდილების მიღება შეძლონ. გამომუშავებული თანხით კი საკუთარი სწავლა დააფინანსონ ან შემეცნების, მოგზაურობის, დასვენებისათვის და ა.შ. საკუთარი სურივილისამებრ გამოიყენოსნ. ამგვარი პრაქტიკა დანერგილია და წარმატებით ხორციელდება დასავლეთის ქვეყნებში.