კერძოდ,
”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 2011 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოიცა ბრძანება, რომლის თანახმად, 2011 წლის სკოლის კურსდამთავრებულთათვის განისაზღვრა სპეციალური სერიის მქონე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატების გაცემა. გამონაკლისი დაიშვა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე არ დარეგისტრირდნენ ან ვერ მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილ სრული ზოგადი განათლების ატესტატის მისაღებად საჭირო საგნებში დადებითი შეფასება.
სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატები მიიღეს 2010-2011 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა ორმა კატეგორიამ და მათი რაოდენობა 298-ს არ აღემატება. პირველი კატეგორიაა ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეები, რომლებმაც ქართული ენის არასრულფასოვანი ცოდნის გამო ვერ დაძლიეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები. ატესტატები აიღეს ასევე 14-მა განსაკუთრებით ნიჭიერმა ქართველმა მოსწავლემ, რომლებმაც გამოცდები წარმატებით ჩააბარეს მსოფლიოს წამყვან იმ უნივერსიტეტბში,სადაც ჩარიცხვის ძალიან მკაცრი მექანიზმები მოქმედებს. ამ უნივერსიტეტებს გააჩნიათ საკუთარი საგამოცდო სისტემა, რომელიც დროში ემთხვევა საქართველოში მიმდინარე სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს. გამომდინარე იქიდან, რომ დაცული იქნეს თითოეული მოსწავლის უფლება, სამინისტრომ მიიღო ამ მოსწავლეებზე სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატის გაცემის გადაწყვეტილება. სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატეტსტის მქონე მოსწავლეებს არ აქვთ საქართველოში ავტორიზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება.
სამინისტრო, კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველოს განათლებისა და მენციერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი იყო რეფორმის ინიციატორი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ქვეყანაში ყალბი ატესტატების გაცემის თეორიული შესაძლებლობაც კი. მინისტრის ინიციატივით დაინერგა ახალი მოდელი. კერძოდ, თუ რეფორმამდე ატესტატებს სკოლის დირექტორი ავსებდა და გასცემდა, ამჟამად ატესტატების აღრიცხვა ცენტრალიზებულად, მხოლოდ ელექტრონული ბაზის საშუალებით ხორციელდება. ელექტრონულ ბაზაზე წვდომა კი მხოლოდ გამოცდების ეროვნულ ცენტრს აქვს, რაც სამინისტროს მხრიდან ყალბი ატესტატის გაცემის შესაძლებლობას გამორიცხავს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სიყალბე არის ყალბი ინფორმაციის ან ჩანაწერის შეტანა ოფიციალურ დოკუმენტში, რასაც სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატის გაცემისას ადგილი არ ქონია, ვინაიდან სრული ზოგადი განათლების ატესტატები, რომელებიც სამინისტროს მიერ გაიცა არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რეგისტრირებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ და შეიცავს კანონით განსაზღვრულ ყველა დამცავ მექანიზმს.