31.05.2012
საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სკოლის დირექტორებს შეხვდნენ და მათთან ერთად შეაჯამეს 2011-2012 წლის საატესტატო გამოცდები. შეხვედრას იმ სკოლის დირექტორებიც ესწრებოდნენ, რომელთა მოსწავლეებმაც გამოსაშვებ გამოცდებზე განსაკუთრებით მაღალი შედეგები აჩვენეს.
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო შედეგების მქონე 20 სკოლას შორის მხოლოდ 5 კერძო სკოლაა, დანარჩენი საჯარო სკოლებია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წარმატებულ სკოლებს შორის რეგიონის სკოლები ჭარბობენ. შედეგების მიხედვით რეგიონების სკოლებში სწავლის ხარისხი მნიშვნელოვნად ამაღლდა, რასაც ხელი სასწავლო გარემოს გაუმჯებესებამ შეუწყო. რეგიონებში ბევრი ახალი სკოლა აშენდა და გარემონტდა, საქართველოს მასშტაბით სკოლები აღიჭურვა ახალი კომპიუტერებითა და School Box-ებით, საბუნებისმეტყველო ”აინშტაინის ლაბორატორიებით”, დღეს სასწავლო გარემო ქალაქის სკოლასა და თანამედროვე სტანდარტების სოფლის სკოლაში იდენტურია.
ამაღლდა მასწავლებელთა ცოდნის ხარისხიც, მასწავლებელთა სახლებში მიმდინარეობს პედაგოგთა ინტენსიური გადამზადება. ყველა სკოლაში ინგლისურენოვანი მასწავლებელი ადგილობრივ პედაგოგთან ერთად მოღვაწეობს. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, საატესტატო გამოცდების შეგეგებმა აჩვენა, რომ საქართველოში განათლების სისტემა სწორი მიმართულებით ვითარდება და ეს პროცესი შეუქცევადია.