წელს №202-ე სკოლას შვიდი მეთორმეტეკლასელი ჰყავს, ყველა მათგანმა საატესტატო გამოცდებში 8-ზე მაღალი შეფასება, ხოლო ორმა უსინათლომ ყველა საგანში 10 ქულა მიიღო. ყველა კურსდამთავრებული სწავლის გაგრძელებას გეგმავს და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიიღებს მონაწილეობას.
დიმიტრი შაშკინმა №202-ე სკოლაში ერთ-ერთი სტუმრობისას შეიტყო, რომ სკოლის შვიდივე მეთორმეტეკლასელი კარგად სწავლობდა და სწავლის გაგრძელებას გეგმავდა. ამის გათვალისწინებით, მინისტრმა მათ ოცნება აუსრულა და რამდენიმე თვის წინ ინგლისში ენის შემსწავლელ კურსებზე გაგზავნა.
ამ სკოლის კურსდამთავრებულები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ყოველწლიურად წარმატებით აბარებენ. მათთვის საგამოცდო მასალა ბრაილის შრიფტზეა ადაპტირებული.
თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა სკოლაში სულ 50 ბავშვი სწავლობს, მათგან 23 პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. ეს სკოლა და ზოგადად, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებები სამინისტროს განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ არიან. მინისტრის გადაწყვეტილებით, №202 სკოლაში მნიშვნელოვანი სარემონტო საუშაოები განხორციელდა, მოწესრიგდა და ბავშვთა საჭიროებებს მოერგო სველი წერტილები და სხვა კომუნიკაციები. უკვე ამ სკოლის მოსწავლეები განახლებულ გარემოში აგრძელებენ სწვლას.