02.06.2012
საქართველოსა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2012-2013 სასწავლო წლიდან იზრდება იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფოსგან სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ.
ახალი სასწავლო წლიდან, სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახების, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა და მრავალშვილიანი ოჯახების შვილები. სასკოლო სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცემა იმ მრავალშვილიანთა ოჯახებს, რომელთა სამი ან მეტი შვილი სწავლობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და ოჯახი არ განეკუთვნება ქონების გადასახადის გადამხდელთა კატეგორიას.
სასკოლო სახელმძღვანელოებს მოსწავლეები პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, სასწავლო წლის დაწყებამდე მიიღებენ. მანამდე კი, მათი მშობლები ვალდებულები არიან რეგისტრაცია იმ სკოლებში გაიარონ, სადაც მათი შვილები სწავლობენ.
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსწავლეთა მშობლები ვალდებულნი არიან 1-დან 15 ივლისამდე სკოლაში სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან გაცემული ცნობა წარადგინონ. მათი სარეიტინგო ქულა 70 ათასს ან ნაკლებს უნდა შეადგენდეს.
მშობლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია მოსწავლეთა მართვის საინფორმაციო სისტემაში განთავსდება. მშობლების მიერ წარდგენილი ცნობა სოციალური სუბსიდიების სააგენტოში გადამოწმდება და მათი სისწორის შემთხევვაში, მოსწავლეები სასკოლო სახელმძღვანელობს მიიღებენ.