03.06.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქვაბღაში ახალ სკოლა აშენდა. ახლადაშენებული სკოლა დღეს მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ დაათვალიერა.
სოფელ ქვაბღის სკოლის ძველი, საუკუნოვანი ხის შენობა 1985 წლიდან ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რამდენიმე წელი ამ სკოლის 111 მოსწავლე დროებით თავშესაფარში არაკომფორტულ გარემოში სწავლობდა. დღეს სოფლის მოზარდები თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლაში აგრძელებს სწავლას.
ახალი სკოლა თანამედროვედ არის აღიჭურვილი, სკოლას აქვს ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, შენდება სპორტული მოედანი. ახალი სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი.
2012 წელს სკოლა ათმა მოსწავლემ დაამთავრა, ყველა მათგანმა საატესატო გამოცდები წარმატებით ჩააბარა და საწავლის გაგრძელებას გეგმავს.