2 ივნისს ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში სხვადასხვა სპორტული და თეატრალიზებული წამოდგენები გაიმართა, ღონისძიების ბოლოს კი, დაჯილდოვების საზეიმო ცერემეონიალზე სხვადასხვა ნიშნით გამორჩეული და წარმატებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. მოწვეული სტუმრთა შორის იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ბაქსვუდის სკოლის დირექტორი (დიდი ბრიტანეთი) ჯაილს სატონი.
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს აკადემიური და არააკადემიური დისციპლინების საუკეთესო ტრადიციებისა და გამოცდილების სინთეზს სთავაზობს თავის აღსაზრდელებს. გარდა იმისა, რომ სკოლა მაღალი ხარისხის ზოგად განათლებას იძლევა, აქ განსაკუთრებული ყურადღება დისციპლინირებული და კანონმორჩილი თაობის აღზრდას ეთმობა.
სკოლის მთავარ უპირატესობას თითოეული მოსწავლისადმი ინდივიდუალური
მიდგომა წარმოადგენს. მდიდარი საერთაშორისო გამოცდილება, მოტივირებული,
პროფესიონალი პედაგოგები, კეთილგანწყობილი ადმინისტრაცია, მუდმივად განახლებადი და
განვითარებადი სასწავლო პროგრამა მაღალი შედეგების მიღების შესაძლებლობას
უზრუნველყოფს.