სასკოლო ჩემპიონატი თბილისის 24-ე საჯარო სკოლისა და განათლების ლიდერთა ლიგის ინიციატივით ჩატარდა. შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი და კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრეზიდენტის ინიციატივით, 2011 წელს სამინისტროს მიერ ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლება განხორციელდა, შეიქმნა შესაბამისი სასწავლო პროგრამა, გადამზადდნენ პედაგოგები, კეთილმოეწყო ინფრასტრუქტურა, ამით პროცესი მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო და აზარტული გახდა. სპორტული ჩემპიონატები, სპორტის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს, ასევე ემსახურება მოზარდებს შორის სპორტული რესურსის გამოვლენას და მათ წახალისებას.
სპორტის გაკვეთილების დანერგვის შემდეგ საჯარო სკოლებში ოცდაოთხი სპორტული ლიგა შეიქმნა, მოსწავლეები ერთმანეთს სპორტის ამდენივე სახეობაში ეჯიბრებიან.