სოფელ სადგურ სვირის 100-მდე მოსწავლე გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ძველ შენობაში არასტანდარტულ, სწავლისათვის შეუფერებელ გარემოში სწავლობს. მალე სოფელში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება. ახალი სკოლის შენობა გაცილებით უკეთეს და ხელსაყრელ ადგილზე აშენდება, თანამედროვედ აღიჭურვება, ექნება ცენტრალიზებული გათბობა, სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ღია სპორტული მოედანი.
სკოლების რეაბილიტაცია, ახალი სკოლების მშენებლობა და თანამედროვე ტექნიკით მათი აღჭურვა, პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. მომავალი სასწავლო წლისათვის 600-ზე მეტი სკოლა გარემონტდება და 23 ახალი სკოლა აშენდება.