08.06.2012
განათლების მართვის სამწლიანი პროგრამა, რომელიც
საქართველოს განათლების სისტემის მართვის გაძლიერებასა და განათლების პოლიტიკის
მართვის ეფექტურობას უზრუნველყოფს, წარმატებით დასრულდა. პროგრამა Chemonics International, Inc.-მა საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული
შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით
განახორციელა.
დღეს, Marriott
Courtyard–ში პროექტის დასრულებისადმი
მიძღვნილ კონფერენციაზე განათლების დარგის
წარმომადგენლები პროგრამის მიღწევებსა და მიღებულ გამოცდილებას გაეცნენ.
კონფერენციის მუშაობაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი
ჩახნაშვილი, აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს
წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე
იოაკიმ პარკერი და კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში Chemonics–ის უფროსი, ვიცე–პრეზიდენტი ემეტ მორი მონაწილეობდნენ.
განათლების მართვის სამწლიანი პროგრამის ფარგლებში რამდენიმე
მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა:
- სკოლის
ფინანსური მართვის და სკოლის ეფექტური ლიდერობის საკითხებში საქართველოს ყველა
სკოლის დირექტორი გადამზადდა;
- გაიზარდა
საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ სკოლების ფინანსური რესურსების მართვაში
გაწეული ხელშეწყობა;
- შემუშავდა
სკოლის დაფინანსების სქემა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ყველა მოსწავლის,
მათ შორის, მაღალმთიანი რაიონების და მრავალეთნიკური სკოლების მოსწავლეთა
განათლების თანაბარ დაფინანსებას;
- სამინისტროს
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ ძირითადი მოდულები შექმნა, რომელთა
მეშვეობითაც სამინისტროს ეძლევა მონაცემების შეგროვება–ანალიზის, და შესაბამისად,
მონაცემებზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა;
- შეიქმნა სკოლის ფინანსური ანგარიშგების სისტემა,
გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა, სასკოლო კატალოგი და მონაცემთა საცავი;
- კალიფორნიის
ლოს–ანჟელესის უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტში განათლების
ადმინისტრირების ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა ჩამოყალიბდა და სხვ.