ეს დღე გამორჩეული იყო იმითაც, რომ „ალუმნაის „ პროგრამის ფარგლებში სკოლის კურსდამთავრებულის ლაშა ცეცხლაძისა და სკოლის პედაგოგების მხარდაჭერით საზეიმოდ გაიხსნა „აინშტაინის“ სახელობის ლაბორატორია. მე-9 კლასელი მოსწავლეებისათვის პედაგოგმა ციცო გოლიაძემ, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა ჩაატარა ინტერაქტიური ქიმიის გაკვეთილი თემაზე “რეაქციის ტიპები“. მოსწავლეებისათვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო გაკვეთილზე ჩატარებული საცდელ - ექსპერიმენტული სამუშაოები.
ტექნიკური დარგების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, ეტაპობრივად ყველა საჯარო სკოლა ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის თანამედროვე ლაბორატორიებით აღიჭურვება.
ლაბორატორიები სამი სრული კომპლექტისაგან შედგება და თითოეულში გაერთიანებულია კონკრეტული საგნის (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა) სასწავლო თემატიკის შესაბამისად შედგენილი 18 ქვეკომპლექტი.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები მოსწავლეთა კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას მოემსახურება. მომავალში თითოეულმა მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულად მუშაობა, კვლევის ჩატარება, მისი შედეგის აღრიცხვა და გაანალიზება, სათანადო დასკვნის გამოტანა.