აბიტურიენტებისთვის
- 13 და 14
ივნისს 11 საათზე;
მაგისტრანტობის
კანდიდატებისთვის -15 ივნისს 14 საათზე;
მასწავლებელთა
სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილეებისთვის - 15 ივნისს 16:00 საათზე.
წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად 35000-ზე მეტი აბიტურიენტი და გრანტის გაუმჯობესების მიზნით 5000-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა. სასერტიფიკაციო გამოცდას 40 000-მდე მასწავლებელი გაივლის, ხოლო სამაგისტრო გამოცდას 7500-ზე მეტი სტუდენტი ჩააბარებს.
ღია კარის დღეებზე დასასწრებად მობრძანდით გამოცდების ეროვნულ ცენტრში მისამართზე: ქ. თბილისი, მინდელის ქ. N 9, V სართული.