14.06.2012
ინფორმაცია გაცდენებთან დაკავშირებით, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელებში არ შეესაბამება რეალობას. კერძოდ, მოსწავლისთვის ნიშნის დაკლება განისაზღვრება იმავე წესის მიხედვით, რაც ცნობილი იყო სასწავლო წლის განმავლობაში სკოლის ადმინისტრაციისთვის და მოსწავლეებისთვის. საგნობრივი საათების გაცდენის გამო ნიშნის დაკლება სემესტრის მიხედვით ამოქმედდება მომავალი სასწავლო წლიდან.