ამავე დღეს, თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისთვის და სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პროფესორ როლფ დიტერ ჰოიერს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. როლფ ჰოიერის საჯარო ლექცია ეძღვნებოდა თემას - ფუნდამენტური კვლევები ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაცია CERN-ში.
პროფესორ ჰოიერის სამეცნიერო სამუშაოები ელექტრო ნაწილაკების რეაქციების შესწავლასთან, ექსპერიმენტული ტექნოლოგიების განვითარებასა და დიდი დეტექტორული სისტემების მშენებლობასთან არის დაკავშირებული. 15 წლის განმავლობაში მას საკმაოდ მაღალი თანამდებობი ეკავა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციში (CERN), სადაც ოპალის ექსპერიმენტზე მუშაობდა, იყო DESY ლაბორატორიის დირექტორი, ასევე მრავალი სამეცნიერო კომიტეტისა და სათათბირო ორგანოს წევრი.
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე, თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, სტუდენტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.