სოფელი მირაშხანი თურქეთის საზღვართან ორ კილომეტრში მდებარეობს. სოფელი 1984 წელს დაფუძნდა და იგი მაღალმთიანი აჭარის მეწყრული ზონიდან წამოსული მოსახლეობით არის დასახლებული. მართალია სოფელი მცირერიცხოვანია, მაგრამ მისი მდებარეობის გამო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
აქამდე სოფელ მირაშხანის 70-მდე მოზარდი სახელდახელოდ აგებულ ფიცრულ შენობაში სწავლობდა. განსაკუთრებით მძიმე ბავშვებისთვის ზამთრის პერიოდი იყო, ვინაიდან შენობას შეშის ღუმელები ვერ ათბობდა. სოფლის ეს დიდი პრობლემა ახალი სკოლის მშენებლობით გადაიჭრება.
2012 წლის შემოდგომიდან ამ სოფლის მოსწავლეები სწავლას უკვე თანამედროვე სკოლაში გააგრძელებენ. სკოლა ისევე იქნება აღჭურვილი თანამედროვე სასკოლო მერხებით, დაფებითა და ახალი კომპიუტერებით როგორც დიდი ქალაქების სკოლები. სკოლას ექნება თანამედროვე გათბობა, სპორტული დარბაზი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა.
კოკა სეფერთელაძის განცხადებით, სკოლების ინფრასტუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების სკოლების მშენებლობა განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთვარი პრიორიტეტია. ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს საშუალება სრულფასოვანი განათლება თანამედროვე და კეთილმოწყობილ სკოლაში მიიღოს. ამ მიმართულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს.