ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური შეუერთდა. ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მანდატურების ინიციატივით მარათონი გაიმართა.
სტარტი ანტინარკოტიკულმა მარათონმა ვაკე-საბურთალოს ახალი გზიდან აიღო. მანდატურებს შორის შეჯიბრი სირბილში მოეწყო და მასში 100-მდე მანდატური მონაწილეობდა.
აქცია გაიმართა სლოგანით ”გაუფრთხილდი თავს-ნარკოტიკი კლავს”. მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, აქციის მთავარი მიზანი ბავშვებსა და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა.
ანტინარკოტიკულ მარათონზე 6 გამარჯვებული, 3 გოგონა და 3 ბიჭი გამოვლინდა. მარათონს მანდატურებთან ერთად სკოლის მოსწავლეებიც დაესწრნენ.