ცენტრის დირექტორის მოადგილემ თამარ მამუკელაშვილმა და ეროვნული შეფასების
სამმართველოს თანამშრომლებმა შეხვედრები გამართეს განათლების კონსულტანტ
ტომას კელაგენსა და დუბლინის წმ. პატრიკის სახელობის საგანმანათლებლო
კვლევითი ცენტრის დირექტორთან, ვინსენტ გრინთან. ცნობილი ექსპერტები
დაინტერესებულნი არიან საქართველოში ეროვნული შეფასების მიმდინარეობით და
ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობით. ექსპერტებმა ცენტრის
თანამშრომლებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და საინტერესო
რეკომენდაციები გაუწიეს ეროვნული შეფასების დაგეგმვისა და განხორციელების
შესახებ. უცხოელმა ექსპერტებმა ასევე წარმოადგინეს პრეზენტაცია საკლასო
შეფასების შესახებ.
შეხვედრები საერთაშორისო ექსპერტებთან მთელი კვირის განმავლობაში
გრძელდებოდა. ტომას კელაგენი და ვინსენტ გრინი შეხვდნენ ეროვნული შეფასების
საგნობრივი ჯგუფების წევრებს და სხვა მოწვეულ სტუმრებს. შეხვედრებზე
განიხილებოდა ეროვნული შეფასების ცალკეული ეტაპები და პროცესის წარმართვის
გზები.