ახალი სკოლა სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით შენდება და სექტემბერისთვის შევა ექსპლუატაციაში. უკვე განხორციელდა ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ძველი შენობის დემონტაჟი და მიმდინარეობს ახალი შენობის საძიკველის ჩაყრა.
ნიჯგორის მოზარდები აქამდე საუკუნენახევრის, ავარიულ შენობაში სწავლობდნენ. 2012 წლის შემოდგომიდან კი ამ სოფლის მოსწავლეები სწავლას თანამედროვე სკოლაში გააგრძელებენ. სკოლა თანამედროვე სასკოლო მერხებით, დაფებითა და ახალი კომპიუტერებით აღიჭურვება, სკოლას ასევე ექნება სპორტული დარბაზი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა.
სკოლების რეაბილიტაცია, ახალი სკოლების მშენებლობა და თანამედროვე ტექნიკით მათი აღჭურვა, პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. მომავალი სასწავლო წლისათვის 600-ზე მეტი სკოლა გარემონტდება და 23 ახალი სკოლა აშენდება.