მინისტრმა დირექტორებს საქართველოს მთავრობის მომავალი სამოქმედო გეგმა და მათი განხორციელების საკუთარი ხედვა გააცნო. შეხვედრაზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა მასწავლებელთა სერტიფიცირების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სახელმწიფო მომავალში მასწავლებლებს კიდევ უფრო მეტ საშუალებას მისცემს პროფესიული ზრდისთვის და გაუუმჯობესებს სამუშაო პირობებს.
შეხვედრაზე ხატია დეკანოიძემ იმ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა, რომელიც სკოლის დირექტორს სწავლა/სწავლების პროცესის მაღალ დონეზე წარმართვაში ეკისრება. ამ მიმართულებით მინისტრი დირექტორებს აქტიურ თანამშრომლობასა და თანადგომას შეპირდა. შეხვედრის დასასრულს ხატია დეკანოიძემ დირექტორთა შეკითხვებსაც უპასუხა.