ფორუმს საქართველოში მოღვაწე 30-მდე ცნობილი კომპანიის, საქართველოს არქიტექტორთა კავშირისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის უმრავლესობა სამშენებლო და სავაჭრო ბიზნესის წარმომადგენელი იყო.
2007 წელს "სპექტრის" სრული რეაბილიტაცია,
აღჭურვა და შრომითი ბაზრის მოთხოვნების
შესაბამისი პროგრამების დანერგვა
განხორციელდა. თუმცა, სასწავლო პროგრამების განახლება, ახალი მეთოდებისა და
ტექნოლოგიების დანერგვა კოლეჯში დღემდე მიმდინარეობს.
კოლეჯში 32 პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება. მათ შორის: ფართო პროფილის მშენებელი; ზეინკალი; მკერავი; ელექტრიკოსი; მაცივრებისა და ავტომობილების შემკეთებელი; მძერწავი (არქიტექტურული დეტალების); სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი; გარემოს დაცვის ტექნიკოსი; ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი; ბუღალტერი; ოფისის მენეჯერი; მებაღე; ტოპოგრაფისტი; კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი; პოლიგრაფისტი და სხვ.
მიმდინარე წელს კოლეჯში ყველაზე დიდი კონკურსი სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის, მძიმე ტექნიკის ოპერატორისა და ფართო პროფილის მშენებლის პროგრამებზეა.
„სპექტრში“ ამჟამად სხვადასხვა პროფესიულ პროგრამაზე 469 პროფესიული სტუდენტი სწავლობს. მათ შორის 1000 ლარიანი ვაუჩერით დაფინანსებული 350 სტუდენტია, სულ 2012 წლის ბოლომდე კოლეჯი 550 მსურველს გადაამზადებს.