თითოეულ მიმართულებაზე ცალკე ჯგუფი მუშაობს. ექვსივე ჯგუფი პარალელურ რეჟიმში განიხილავს დარღვევების სპეციფიკას და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის მეთოდოლოგიას. ტრენინგები ილიას სახელმწიფო უნივერისტეტში სამაგისტრო კურსის დანერგვას შეუწყობს ხელს. აღნიშნული კურსის მომზადებაში უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს სპეციალური პროფილის მქონე სკოლების პედაგოგები საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ეხმარებიან.
ტრენინგებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტი, USAID, -ი, Save the Children-ი და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტრო ერთობლივად ატარებენ. ტრენინგების დაწყებამდე ტრენერებმა სპეციალური გადამზადება გაიარეს.