17.07.2012
მასწავლებლის სახლში ახალი
სასწავლო წლისთვის მზადება დაწყებულია და ყველა პირველი კლასის დამრიგებელი „ბუკებით“ სწავლების ტრენინგებს გადის.
ახალი სასწავლო
წლიდან 60 ათასამდე პირველკლასელი და მათი
დამრიგებელი პრეზიდენტისაგან
საჩუქრად სპეციალურად საქართველოს
სკოლებისთვის შექმნილ ნეტბუქს (”ბუკს”) მიიღებს. ”ბუკი” საერთაშორისო
ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზეა შეიქმნილი
და მასში
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში მყოფი სასკოლო
პროგრამებია ჩატვირთული. კერძოდ,
სახალისო
მათემატიკა, ქართული, ბუნება, ხელოვნება, ბავშვებისთვის შექმნილი შემეცნებითი
თამაშები.
ნეტბუქების გამოყენებით სასწავლო პროცესის
წარმართვაში მასწავლებლის სახლში ყოველდღიურად მასწავლებელთა რამდენიმე ჯგუფი
ემზადება. ტრენინგების კურსი შემდეგ თემებს მოიცავს:
- ბუკების ტექნიკური
მახასიათებლებისა და კომპიუტერული უნარების გაცნობა;
- ელექტრონული სწავლების
(e-learning) ფარგლებში, შიდა
ქსელში ფაილების გაცვლა, დავალებების მიცემა და მოსწავლეების კომპიუტერებში
მათი გაკონტროლება;
- ონლაინ რესურსების
ჩართვა სასწავლო პროგრამაში;
- ინტერნეტით ფოტო და
ვიდეო ფაილების მოპოვება;
- „ბუკების“ გამოყენებით
გაკვეთილის დაგეგმვა და ა.შ.
ტრენინგი
ორეტაპიანია და 9 დღე გრძელდება. პირველი ეტაპი თბილისში ივლისის ბოლოს,
რეგიონებში კი, სექტემბრის დასაწყისში დასრულდება. „ბუკების“ ტრენინგს
მასწავლებლის სახლი მთელი საქართველოს მასშტაბით ატარებს და მასში ყველა სკოლის
პირველი კლასის დამრიგებლებთან ერთად ქართულისა და მათემატიკის ის მასწავლებლებიც
არიან ჩართულები, რომლებიც გაკვეთილებს პირველ კლასელებს ჩაუტარებენ.